12 სექტემბერი , 2022
2 წუთ (307)
4,391
წყაროს ენა: English
გამოცდილება
ჩემი ფინანსური განათლების ისტორია აქ, აშშ-ში დააახლოებით 10 წლის წინ,
2008 წელს ბაზრის დაცემის შემდეგ დაიწყო. საქართველოში განათლების
მიღების დროს არ მქონდა შესაძლებლობა როგორც პროფესიონალს ისე მესწავლა
საბაზრო ეკონომიკის დინამიკა. ამ სტატიაში, მინდა ხაზი გავუსვა ფინანსური
განათლების მნიშვნელობას რათა შეძლოთ საჭირო კვლევების განხორციელება
თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე. ასევე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას,
თუ როგორ დავიწყე ყოველდღიური ბირჟისთვის დროის გამოყოფა და როგორ
შევისწავლე საინვესტიციო ჩვევები.
მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა უმრავლესობა სკოლაში არ იღებს ფინანსურ
განათლებას. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ჩვენგანი ამას თავად ვსწავლობთ.
სხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ ადამიანებთან შედარებისას, ვხვდებით, რომ როგორც
ისინი ქართველებიც არ არიან ჩარჩენილები საფინანსო და საინვესტიციო
საკითხებში. ხელისუფლებისგან მიღებული საზოგადოებრივი ინფორმაციების
უმეტესობა ტექნიკურ მნიშვნელობას ატარებს, მაგრამ ეროვნული ბანკი
ფინანსური განათლების პროგრამების შესახებ ინფორმაციებს ინახავას აქ:
https://nbg.gov.ge/en/publications/financial-education.
მიუხედავად ამისა, გარკვეული საგანმანათლებლო ვიდეოები და სტატისტიკური
მონაცემები დაწყებითი კლასებიდან მოსწავლეების მიზიდვისთვის ერთ-ერთი
ხერხი უნდა იყოს. კარგი იდეა იქნება, თუ მიიღება ისეთი გადაწყვეტილება, რომ
საშუალო სკოლის დამთავრებისთის მოთხოვნა იყოს ფინანსური ცოდნა. ეს
ფლორიდას შტატის ჩათვლით არაერთ სახელმწიფოშია კანონად მიღებული.
აქ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეების უნარ-ჩვევები და მზაობაა. მათ
უნდა იხელმძღვანელონ საჭირო რესურსებით. კარიერის შექმნა და გაგრძლება
მათი არჩევანია, ამიტომაც ისინი გარე ფაქტორებზე და პოპულარობაზე
დამოკიდებული არ უნდა იყვნენ.
ბოლოს მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ კონკრეტულად საინვესტიციო
ჩვევის შესახებ, რომელიც ჩემი ახლო მეგობრის რეკომენტირებული მენტორისგან
ვისწავლე. მენტორთან 5 გაკვეთილი გავიარე, თითოეული გაკვეთილის
ხანგრძლივობა იყო 5 საათი. ამ პერიოდში გამოვიმუშავე საბაზრო ეკონომიკაში
ინვესტირების ჩვევა და შევიმუშავე ჩემი საგზაო რუკა ფინანსური
დამოუკიდებლობის მისაღწევად. ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი ჩემთვის,
როგორც თვითნასწავლი ხარისხის ანალიტიკოსისთვის, რომელიც საკმარისს
აკეთებს ინვესტირებისთვის, არის ჩემი მენტორის წარდგენა საფონდო ბირჟაზე
ინდექსები/საერთო ფონდები და გრძელვადიანი ინვესტიციების ხატი Warren
Buffet.
სწორედ ამის მსგავსად დავიწყე ჩემი საფინანსო გზის დაგეგმვა. საფინანსო
დამოუკიდებლობის მისაღწევად უაღრესად მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება
მალე განვითარდეს საინვესტიციო ჩვევები. ასევე მნიშვნელოვანია ადამიანი
იყოს განათლებული ფინანსური სამყაროსა და ბირჟის შესახებ. ყველა ჩვენგანმა
უნდა დავუსვათ კრიტიკული შეკითხვები ჩვენს თავს საკუთარი ფინანსური
განათლების შესახებ და უნდა მოვამზადოთ საკუთარი გეგმა. მიმაჩნია, რომ
რესურსისა და მედიის ხელმისაწვდომობა ყველასთვის თანაბარი უნდა იყოს.
მნიშვნელობა არ აქვს სტუდენტი იქნებით, პოლიციელი, სამხედრო ოფიცერი,
მუშა თუ ფერმერი. ფინანსური დამოუკიდებლობის რაც შეიძლება მალე
მისაღწევად აუცილებელია გქონდეთ საღი გეგმა. სხვა შემთხვევაში მუშაობას
აზრი არ აქვს!
სანან გაჯიევი
- ხარისხის ანალიტიკოსი
- ხარისხის უზრუნველყოფის ანალიტიკოსი
ზედამხედველობს პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების პროცესს და
IT ინდუსტრიაში განუყოფელი ადგილი უკავია.
"მისი უმარტივესი ფორმით, ინვესტიცია არის ის, რასაც თქვენ ჩადებთ ფულს, იმ იმედით, რომ მიიღებთ დაბრუნებას ან გაზრდას მოგვიანებით." ინვესტირდეთ საკუთარ თავში, რათა გაზარდოთ შემოსავალი. ეს სტატია პირველია ინვესტიციის საფუძვლების სერიიდან.
ფინანსურიწიგნიერება
StockMarket
ეკონომიკა
01 თებერვალი , 2023
4,052
2 წუთ (431)
GARA ISMAILOV, RAZNAKHAN GUMBATOV+8
საქართველო მზადაა უბადლო ეკონომიკური ზრდისთვის, როდესაც მსოფლიო ვითარება საბოლოოდ დასტაბილურდება, საზრიანმა მეწარმეებმა დღესვე უნდა დაიწყონ
ფინანსურიწიგნიერება
ეკონომიკა
21 ნოემბერი , 2022
5,983
6 წუთ (1293)
DANE MUCKLER PH.D., ELFIDA ISMAILOVA+5